სხვა

20:33 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა, რომან დოლიძემ წონა უპრობლემოდ ჩააბარა

UFC-ის საშუალო წონით დივიზიონის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მორიგ ჩხუბს გამართავს, სადაც მისი მოწინააღმდეგე მექსიკელი ენტონი ენანდესი იქნება.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ტრადიციული აწონების ცერემონიალი, სადაც რომან დოლიძემ მოწინააღმდგისგან განსხვავებით წონა უპრობლემოდ ჩააბარა. რაც შეეხება ერნანდესს, მან პირველ ცდაზე 220 გრამით მეტი დააფიქსირა. მექსიკელ მებრძოლს ზუსტი წონის დასაფიქსირებლად დამატებით ერთი საათი ექნება. თუ ამ შემთხვევაშიც ის წონას ვერ ჩააბარებს, ორგანიზაციის წესების მიხედვით, ჰონორალის 20%-ს ჯარიმის სახით ქართველ მებრძოლს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ დოლიძესა და ერნანდესის დაპირისპირება ჩვენი დროით კვირას 10 აგვისტოს გამთენიისას გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლაა და ხუთრაუნდიანი იქნება.

ცნობისთვის, ენტონი ერნანდესი რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება, ამერიკელ მებრძოლს UFC-ში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა, მისი MMA-ს რეკორდი 19 გამარჯვება და 2 მარცხია. რაც შეეხება რომან დოლიძეს, ქართველმა ბოლო ბრძოლა მარტში გამართა, სადაც ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით მარვინ ვეტორი დაამარცხა და იტალიელს რევანში აუღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161094