დღეს, საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი მატჩი გამართა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 73:98 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებდა ესპანეთის ნაკრები, თუმცა აღსანიშნავია ქართველების შესანიშნავად ჩატარებული მეორე მეოთხედი. 8 ქულით წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ, ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეორე მეოთხედი 7 ქულიანი სხვაობით 22:15 მოიგეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ამის მიუხედავად, მეორე ტაიმი სტუმრებმა გასაოცრად ჩაატარეს და ქართველებს შანსი არ დაუტოვეს. საბოლოოდ მოხდა ის, რაც მატჩის დაწყებამდე იყო მოსალოდნელი და ესპანელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს.
შეგახსენებთ, რომ 16 წლამდელთა ნაკრები შემდეგ მატჩს ხვალ, 9 აგვისტოს სერბეთის ნაკრებთან გამართავს.
ცნობისთვის, ჯგუფური ეტაპი კლასიფიკაციისთვისაა, რათა გუნდები სიძლიერის მიხედვით პლეი ოფში (მერვედფინალში) დაწყვილდნენ. შესაბამისად, პლეი ოფში ჯგუფის ყველა მონაწილე გადის და მთავარი ბრძოლები მერვედფინალიდან იწყება. მერვედფინალში წაგებული გუნდები 9-16 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ბოლო 3 ადგილზე (14,15,16) გასული გუნდი B დივიზიონში დაქვეითდება.