29 წლის ინგლისელი ფლანგელი ჯეკ გრილიში მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდს აუცილებლად შეიცვლის და "მანჩესტერ სიტის" დატოვებს. ის პეპ გვარდიოლას გეგმებში აღარ შედის.
როგორც ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი იტყობინება, მისი გადაბირებით ორი პრემიერლიგის კლუბი: "ევერტონი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი. წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს მაღალ დონზე თამაში სურს და აქედან გამომდინარე "დეზების" რიგებში თამაშის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს, თუმცა გამორიცხული არაფერია და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ჯეკ გრილიში "სიტის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ინგლისელმა გასულ სეზონში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.






