სხვა

23:31 | 8.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კანელო: "თოფურია? აქ სიებს მე ვადგენ"

35 წლის ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი 13 სექტემბერს მომდევნო ორთაბრძოლას გამართავს, სადაც საჩემპიონო ქამრის დაცვას დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივის ტერენს კროუფორდის წინააღმდეგ შეეცდება.

მექსიკელმა მოკრივემ ესპანურ გამოცემა AS-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტმა შეკითხვა ილია თოფურიას შესახებაც დაუსვა:

UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ კრივით დაინტერესება გამოთქვა და პოტენციურ მეტოქედ თქვენ დაგასახელათ. რას ფიქრობთ?

"„ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ვერავინ შემიყვანს სიაში ასე უბრალოდ, რადგან მე ვარ ის ვინც აქ სიებს ადგენს. ამჟამად 100%-ით ფოკუსირებული ჩემს შემდეგ ბრძოლაზე ვარ, სადაც კროუფორდს დავუპირისპირდები. ყოველ ჯერზე, როცა ჩხუბი მაქვს ჩანიშნული, მედია სხვა ბრძოლებზე იწყებს საუბარს და კითხვების დასმას. ჩემთვის ახლა ერთადერთი ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ძალიან მალე იქნება, ასე რომ სხვა ბრძოლა არ მაინტერესებს." - განაცხადა კანელომ.

ცნობისთვის, ილია თოფურიამ ორი დივიზიონის ქამრის მოპოვების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა ძალები კრივში მოსინჯოს და მის სასურველ ოპონენტად სწორედ კანელო დაასახელა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095701