UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც ილია თოფურიას შეურაცხყოფა მიაყენა და "ელ ჩორიზო" უწოდა.
"უბრალოდ ზარს ველოდები, მოემზადე ელ ჩორიზო შენთან მოვდივარ" - დაწერა პიმბლეტმა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი მებრძოლის აღნიშნული განცხადება UFC-ის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმაც გამოაქვეყნა, სათაურით ისურვებდა თუ არა გულშემატკივარი ილიასა და პედის ბრძოლას.
შეგახსენებთ, რომ ილიასა და პედის ერთმანეთთან ხანგრძლივი დაპირისპირება აქვთ. როდესაც "ელ მატადორმა" 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა, ოქტაგონზე ქართველ მებრძოლთან სწორედ პედი პიმბლეტი ავიდა და მათი პირისპირ დგომიც შედგა.