ფეხბურთი

1:18 | 9.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" გამარჯვებით იწყებს, ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო

ლისაბონის "სპორტინგმა", რომლის ღირსებასაც გიორგი ქოჩორაშვილი იცავს პორტუგალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მოქმედი ჩემპიონები სტუმრად "კას პიას" დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 2:0 იმარჯვეს.

"სპორტინგის" მხრიდან პირველი გოლის გატანა 42-ე წუთზე ტრინკაომ მოახერხა, ხოლო მეორე გოლი გუნდის დანიელმა ლეგიონერმა მორტენ ჰიულმანდიმ გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ქოჩორაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა. მიუხედავად ცოტა დროისა, ქართველი ფეხბურთელი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული ცარიელი კარიდან მეტოქე გუნდის მცველმა გამოიტანა.

"სპორტინგი" მეორე ტურის მატჩს 17 აგვისტოს "არაუკას" წინააღმდეგ გამართავს.

0.092863