ფეხბურთი

4:05 | 9.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ხარატიშვილი შესაძლოა თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდეს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი შეიძლება თურქეთის სუპერლიგაში ვიხილოთ.

თურქი ჟურნალისტი სალიმ მანავი იტყობინება, რომ 22 წლის კარის დარაჯის შესახებ „ეიუპსპორმა“ ოფიციალური შეთავაზება გააკეთა. თუმცა, ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

„დინამო ბათუმს“ ფინანსური პრობლემები აქვს და ხარატიშვილს კლუბის დატოვება სურს. მან ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა. „დინამო ბათუმს“ ის 2021 წლიდან ეკუთვნის, ორი სეზონი განათხოვრებული იყო, ჯერ „შუქურაში“ და შემდეგ „სამტრედიაში“.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ხარატიშვილის აქტივში 18 მატჩია, მათ შორის, სამი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ძალიან კარგად შეძლო თავის წარმოჩენა.

„ეიუპსპორი“ თურქეთის სუპერლიგის ბინადარია და სეზონს 10 აგვისტოს, „ქონიასპორთან“ შეხვედრით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09211