კალათბურთი

14:58 | 9.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს მამუკელაშვილი შეუერთდა, შენგელია - გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტორონტო რეპტორსის კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, თუმცა ჩვენს გუნდს ლიეტუვასთან მატჩისთვის მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია დააკლდება. ეროვნული გუნდის კაპიტანმა პირადი მიზეზის გამო ლიეტუვა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

წინასწარი ინფორმაციით, თორნიკე შენგელია ნაკრებს ლიეტუვადან გამგზავრების შემდეგ - ჩეხეთში შეუერთდება.

სანდრო მამუკელაშვილი კაუნასში 9 აგვისტოს, გამთენიისას შეუერთდა და ის ეროვნულ გუნდში პირველ ვარჯიშს კაუნო არენაზე დღეს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, კვიპროსს და ბოსნიას შეხვდება.

0.093669