ჩინეთის სუპერლიგის მე-20 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“ „იატაი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა მორიგი გოლი გაიტანა.
ვაკომ 39-ე წუთზე მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში გახსნა. ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო სამ ტურში 5 გოლი გაიტანა: ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, შემდეგ წინა ტურში 1 გოლი შეაგდო და თავი ახლაც გამოიჩინა. მას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. 12 გოლით ქართველი შემტევი ბომბარდირთა დავის თანალიდერია.
„შანდონ ტაიშანი“ 31 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 აგვისტოს, „შენზენს“ სტუმრად შეხვდება.