ფეხბურთი

17:51 | 9.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: "სენტ ეტიენი" დავითაშვილს მხოლოდ იმ თანხად გაუშვებს, რაზეც უარის თქმა რთული იქნება

„სენტ ეტიენს“ ზურიკო დავითაშვილის გაყიდვა არ სურს. ფრანგული კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი ფეხბურთელი და ლუკა სტასინი შეინარჩუნოს.

L'Équipe-ის ინფორმაციით, „მწვანეების“ ხელმძღვანელობამ, ივან გაზიდისის ხელმძღვანელობით, ნათლად განაცხადა, რომ ლუკა სტასინს და ზურიკო დავითაშვილს განსაკუთრებული ფინანსური შეთავაზების გარეშე არ გაუშვებენ. ორი ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე მაღალ ინტერესს იწვევს. თუმცა, „სენტ ეტიენი“ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე: მხოლოდ ისეთ თანხებზე გაუშვებს მათ, რომლებზეც უარის თქმა რთულია.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს რამდენმე კლუბს უკავშირებენ, სულ ბოლოს „ბოლონიაზე“ გავრცელდა ინფორმაცია. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

„სენტ ეტიენი“ სეზონს დღეს „ლავალთან“ მატჩით დაიწყებს და დავითაშვილი 18-კაციან განაცხადშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094849