„მილანის“ გერმანელი ცენტრალური მცველი მალიკ ჩაო „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა.
„როსონერის“ სპორტული დირექტორი ინგლისშია, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩაო „ნიუკასლს“ 40 მილიონ ევროდ შეუერთდება და კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, სეზონში 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
23 წლის ფეხბურთელი გელზენკირხენის „შალკეს“ აღზრდილია, ხოლო „მილანში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 85 თამაშში 1 გოლი გაიტანა.






