ფეხბურთი

19:30 | 9.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" მწვრთნელი: "გოჩოლეიშვილი ფიზიკურად მაღალ დონეზეა და ბევრი სათამაშო დრო ექნება"

„ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა გუნდის ახალწვეულებზე, გიორგი გოჩოლეიშვილსა და ვარმედ ომარიზე ისაუბრა.

მან შთაბეჭდილებები გერმანული კლუბის საიტს გაუზიარა და აღნიშნა, რომ გოჩოლეიშვილი ახლა უფრო მზადაა ფიზიკურად, ვიდრე ომარი, ამიტომაც, ქართველი უფრო მეტს ითამაშებს:

„ორივე მოთამაშე ძალიან დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. ახალი მოთამაშეების შემთხვევაში, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხვდება მათ არსებული გუნდი. ვარმედმა და გიორგიმ საწვრთნელ ბანაკში ძალიან თბილი დახვედრა მიიღეს. ისინი ძალიან სწრაფად ინტეგრირდნენ და ვარჯიშზე უკვე ნათლად აჩვენეს თავიანთი თვისებები, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ორივე მოთამაშეს შეუძლია ბუნდესლიგის გზაზე ჩვენი გაძლიერება. გიორგი უკვე ძალიან მაღალ დონეზეა ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ამიტომ მას მეტი სათამაშო დრო ექნება“, - თქვა პოლცინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგს“ დონეცკის „შახტარიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. HSV ბუნდესლიგაში ჩაატარებს ამ სეზონს და პირველ ტურში „გლადბახს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092206