დღეს, 9 აგვისტოს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა.
ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.
„თელავი“ კი ფოთის „კოლხეთს“ „კავკასიონ არენაზე“დაუხვდა და 1:1 ეთამაშა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმარმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ გახსნა, თუმცა 76-ზე დაჩი ცნობილაძემ გაათანაბრა.
ხვალ კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, „დინამო“ „სამგურალს“ უმასპიძლებს (მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე), „გაგრა“ კი „დილას.“
ტურს ორშაბათს „გარეჯი“ – „ბათუმის“ მატჩი დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 20 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს 45 ქულით „იბერია“ ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფმა „დილამ“ 41 ქულა მოაგროვა, მესამეზე მდგარმა „დინამომ“ – 32, თუმცა მათ თითო შეხვედრით ნაკლები ჩაატარეს.