ფეხბურთი

0:20 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენმა" სეზონი ფრით დაიწყო, დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა

„სენტ ეტიენმა“ ახალი სეზონი დაიწყო, საფრანგეთის ლიგა 2-ში, რომლის პირველ ტურში სტუმრად „ლავალს“ დაუზავდა - 3:3.

ზურიკო დავითაშვილს კლუბის დატოვება სურს, მაგრამ ჯერჯერობით, ფრანგები ტრანსფერზე უარს ამბობენ და ქართველმაც სეზონი საფრანგეთის მეორე დივიზიონში დაიწყო.

დავითაშვილი, რომელსაც პრესეზონის ბოლო მატჩები ტრავმის გამო გაუცდა, არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როცა მისი გუნდი 3:2-ს იგებდა. „სენტ ეტიენმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა. ზურიკოს წინააღმდეგ უხეშობისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ლავალის“ ფეხბურთელი გააძევეს.

„სენტ ეტიენი“ მეორე ტურში 16 აგვისტოს, „როდეზს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091751