ფეხბურთი

1:08 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგის დუბლით „მარსელმა“ „ასტონ ვილას“ ამხანაგურ მატჩში მოუგო

„მარსელსა“ და „ასტონ ვილას“ შორის ამხანაგური მატჩი დასრულდა. გუნდებმა მარსელში „ორანჟ ველოდრომის“ სტადიონზე ითამაშეს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

გუნდებმა გოლები მატჩის პირველი 10 წუთის განმავლობაში გაცვალეს. მეხუთე წუთზე „მარსელის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა მეისონ გრინვუდმა გაიტანა გოლი. სამი წუთის შემდეგ სტუმართა ნახევარმცველმა ჯონ მაკგინმა გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ კი სამწუთიან მონაკვეთში (76-79-ე წთ) მარსელელთა დაბრუნებულმა ახალწვეულმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და მატჩი 3:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102386