"ფენერბაჰჩეს" ყოფილი თავდამსხმელი დუშან ტადიჩი „ალ-ვაჰდას“ ფეხბურთელი გახდა, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
36 წლის სერბთან კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა. ტადიჩი „ფენერბაჰჩეში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან 53 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დუშან ტადიჩს „ვოივოდინაში“, „გრონინგენში“, „ტვენტეში“, „საუთჰემპტონსა“ და „აიაქსში“ აქვს ნათამაშები.