„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ხეტაფესთან“ ამხანაგური მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა.
„ფეხებში ბევრი დარტყმა იყო ვთქვათ, ეს UFC-ის მატჩი იყო. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს იყო ჩვენი ბოლო მოსამზადებლი მატჩი, ლანსში კარგ კონდიციებში წასავლელად. რამდენიმე დარტყმა მივიღეთ, მაგრამ გამოვჯანმრთელდებით. არ მოგვცეს თამაშის საშუალება, გვირტყეს, მაგრამ მაინც მოვახერხეთ კარგად თამაში.
პრესეზონი კარგი იყო. „ბაიერნის“ წინააღმდეგაც კი შეგვეძლო დამარცხების თავიდან აცილება. ყველანი კმაყოფილები ვართ ამ წინასასეზონო მომზადებით და ახალ სეზონს საუკეთესოდ დავიწყებთ. მოუთმენლად ველი „ლანსთან“ მატჩს.
კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. არ მიყვარს პირადი მიზნების დასახვა. ვცდილობ, მატჩების დროს ყველაფერი გავაკეთო, რაც ვიცი, მაქსიმალურად გადამწყვეტი ვიყო. ასევე მინდა, გუნდს დავეხმარო, როგორც პირველი მცველი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძემ პრესეზონზე 3 გოლი გაიტანა, „ჰამბურგის“, „მალიორკას“ და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, ხოლო „ლიონი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 16 აგვისტოს, „ლანსს“ დაუპირისპირდება.









