„ლივერპულის“ მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, რომელიც არნე სლოტის შტაბის წევრია, გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები მის ამჟამინდელ კლუბში მოხვედრის შესახებ.
„ზოგჯერ, როდესაც საქმე ახალ გამოწვევას ეხება, მაშინვე გრძნობ, გერგება თუ არა ის. თავიდანვე, როდესაც არნემ დამირეკა, ამ გამოწვევით აღფრთოვანებული ვიყავი. უნდა გაიცნო ფეხბურთელები, პერსონალი - ახალ კლუბში ყოველთვის ასეა, მაგრამ მაშინვე მივხვდი, როგორ გუნდს ვუერთდებოდი. რამდენჯერმე ვითამაშე „ლივერპულის“ წინააღმდეგ, როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმა, ამიტომ უკვე მივხვდი, რამდენად დიდია კლუბი.
აქ ძალიან კარგად მიმიღეს და მოუთმენლად ველი ჩემი გამოცდილების რაც შეიძლება მალე გაზიარებას ფეხბურთელებთან, არნესთან და სამწვრთნელო შტაბთან, რათა ამ კლუბმა განაგრძოს წარმატებები“, - ციტირებს ვან ბრონკჰორსტის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.









