UFC-ში დასანანი მარცხი განიცადა რომან დოლიძემ. ქართველი მებრძოლი Fight Night-ის მთავარ დაპირისპირებაში ენტონი ერნანდესს შეხვდა და მახრჩობელა ილეტით წააგო.
ორგანიზაციის საშუალო წონაში ამერიკელმა მებრძოლმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო. პირველ სამ რაუნდში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ კი საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 37 წლის ქართველისთვის მახრჩობელა ილეთი გაეკეთებინა.
დოლიძე ამ ჩხუბამდე თავს ზედიზედ სამი მოგებით იწონებდა, მის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 19 ბრძოლიდან 15 გამარჯვება და ოთხი მარცხია. ხოლო ერნანდესმა 17-დან მე-15 მოგება მიითვალა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 84 კილოგრამ წონით კატეგორიაშუი ამ ჩხუბამდე დოლიძე მე-9 პოზიციას იკავებდა, ხოლო ამერიკელი მე-10-ს ახლა კი ისინი ადგილებს გაცვლიან.