ისტორია

10:30 | 25.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

25 ოქტომბერი

1962. მამუკა აბუსერიძე. თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, ლანჩხუთის „გურიას“, „შევარდენის“ მეკარე. ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელია.

მნიშვნელოვანი ფაქტები
1621. ამერიკაში ინგლისური კოლონია პლიმუტის მთავრობამ შობის სადღესასწაულო პერიოდში, ყოველგვარი სპორტული ღონისძიების ჩატარება აკრძალა.
1897. რუსეთში პირველი ოფიციალური საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. ეს თარიღი რუსეთის ფეხბურთის დაბადების დღედაა ცნობილი.
1925. ლესტერ პატრიკი “ნიუ იორკ რეინჯერსის” გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგი გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახდა.
1925. ინგლისის საფეხბურთო ნაკრებში 36 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა მცველ ფრენკ ჰუდსპეტს. იგი იმხანად “ნიუკასლ იუნაიტედში” გამოდიოდა, ინგლისი კი იმ დღეს ირლანდიის ეროვნულ გუნდს შეხვდა.
1964. ჰოლანდიელი ანტონ ჰეეზინკი პირველი არაიაპონელი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
1968. ოლიმპიურ თამაშებზე ბალახის ჰოკეიში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. იგი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, ჰოლანდიამ კი ესპანეთი ექვსი ოვერტაიმის შემდეგ 1:0 დაამარცხა.
1972. ბელგიელმა ველოსიპედისტმა, “ტურ დე ფრანსის” 5-გზის გამარჯვებულმა ედი მერქსმა ერთ საათში 30 მილი და 1.258 იარდი გაიარა.
1975. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “დენვერ ნაგითსმა” “მაკნიველს სპორტს არენაზე” პირველი მატჩი ჩაატარა.
1980. მაიკ ვივერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯერი კოეცი მეცამეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1990. ევანდერ ჰოლიფილდმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივათა შორის ბასტერ დუგლასი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2005. შვეციის საფეხბურთო კლუბმა “ელფსბორგმა” გასვლაზე “დიურგარდენთან” 1:8 წააგო, რის შემდეგაც ელფსბორგელთა ხელმძღვანელობამ გუნდის გულშემატკივრებს ოფიციალურად მოუბოდიშა და სატრანსპორტო ხარჯის ანაზღაურებას დაჰპირდა.
2007. ბოლო ათწლეულების ნორვეგიის საუკეთესო გუნდის “რუსენბორგის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კნუტ ტერუმმა დატოვა.
2008. გერმანიის ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიის” ყოფილი მეკარე ტიმო ჰილდებრანდი თავისუფალი აგენტის სტატუსით ბუნდესლიგურ “ჰოფენჰაიმში” გადავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ
1918. ჯიმ პიტერსი. ბრიტანელი სტაიერი. მარათონულ გარბენში 1952-54 წლებში დამყარებული აქვს მსოფლიოს 4 რეკორდი.
1925. იაკოვ რილსკი. საბჭოთა მოფარიკავე. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში მოიპოვა ჩემპიონობა, პირადში – ბრინჯაოს მედალი.
1927. ფრენკლინ ჰელდი. ამერიკელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი (1949, 1951, 1953, 1954, 1955).
1933. ვიკტორ კაპიტონოვი. საბჭოთა ველოსიპედისტი. პირველი საბჭოთა სპორტსმენი მამაკაცი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიგო. წარმატებით წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს.
1938. რობერტ ვებსტერი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1939. ანზორ ქიბროწაშვილი. ერთ-ერთი პირველი ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 93 კგ წონით კატეგორიაში. 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 1965) და ოთგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 1963, 1966, 1967) პირველობაში. ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე და მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი სამბოში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.
1940. ბობ ნაიტი. ამერიკელი საკლათბურთო მწვრთნელი. აშშ-ის კოლეჯთა და ოლიმპიური ნაკრებების, “ინდიანა პეისერზის” დამრიგებელი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე ნაიტის გაწვრთნილი გუნდი თამაშების ჩემპიონი გახდა.
1948. დენ გეიბლი. ამერიკელი მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1972 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი. არაერთხელ უასპარეზია თბილისის საერთაშორისო ტურნირზე და მისი ჩემპიონიც გამხდარა. გამოდიოდა 68 კგ წონით კატეგორიაში.
1948. დენ ისელი. ამერიკელი კალათბურთელი და მწვრთნელი. გამოდიოდა “დენვერ ნაგითსში”. საკალათბურთო კარიერის განმავლობაში გაკეთებული აქვს 27 482 ქულა.
1957. ვლადიმირ მარკელოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1958. კორნელია ენდერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოცურავე. 1972 და 1976 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს 4 მედალი.

1962. მამუკა აბუსერიძე. თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, ლანჩხუთის „გურიას“, „შევარდენის“ მეკარე. ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელია.
1969. ოლეგ სალენკო. საბჭოთა კავშირის და რუსეთის ნაკრებების, ლენინგრადის “ზენიტის” (1986-88), კიევის “დინამოს” (1989-92), ესპანური “ლოგრონიესის” (1992-94) და “ვალენსიას” (1994-95), “ისტანბულსპორის” (1996-97), პოლონური “პოგონის” (1999-2000) ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (ბულგარელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად) 6 გოლით. მუნდიალზე კამერუნის ნაკრებს 5 ბურთი გაუტანა. ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი (1988). 1989 წლის ახალგაზრდული მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი. რუსეთის ნაკრების 8 მატჩში გაიტანა 6 გოლი. 1990 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საკავშირო თასის ფინალში გატანილი აქვს 3 გოლი. სხვა ფორვარდს ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ჰეთ-თრიკი არ შეუსრულებია. 1986 წელს გაიტანა გოლი საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა, რომელმაც ამ ტურნირში თავის გამოჩენა მოახდინა.
1970. დამირ მრშიჩი. ბოსნიის საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი-მსროლელი (192 სმ). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092925