სევილიის „ბეტისს“ ისკო ალარკონი დაუშავდა, რომელიც სეზონის სტარტს გამოტოვებს.
33 წლის ესპანელმა ტრავმა ამხანაგურ მატჩში მიიღო და ესპანური მედიის ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში ვერ იუქმებს. არაა გამორიცხული, რომ „ბეტისმა“ ამიტომაც სატრანსფერო ბაზარზე მისი შემცვლელის ძებნა დაიწყოს.
ისკომ გასულ სეზონში 33 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო და კონფერენს ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.