„მილანმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდმსხმელის რასმუს ჰოილუნის ტრანსფერის პირობების განხილვა დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა ბენჟამინ შეშკო დაიმატეს, დანიელი ფორვარდი კლუბის გეგმებში არ შედის და მზადაა ის იჯარით გაუშვას. „როსონერიც“ თავდამსხმელს ეძებს და მზადაა ჰოილუნი იჯარით გადაიბიროს.
დეტალები ასეთია: 6 მილიონი იჯარის საფასური, ხოლო გამოსყიდვის უფლება 45 მილიონ ევროდ. თუმცა, ჰოილუნს არ სურს „მანჩესტერის“ დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ „ფიორენტინასთან“ გუშინდელ ამხანაგურ მატჩში არ ათამაშეს.
22 წლის რასმუს ჰოილუნმა „მანჩესტერში“ 2023 წლიდან 95 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მას იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ერთი სეზონი „ატალანტაში“ გაატარა. მანამდე დანიელი გრაცის „შტურმის“ და „კოპენჰაგენის“ წევრი იყო.