ფეხბურთი

17:04 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰორნელანი: "დავითაშვილი და სტასინი გვჭირდება, ისინი საუკეთესო ფეხბურთელები არიან"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „ლავალთან“ მატჩის (3:3) შემდეგ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასინის შესახებ ისაუბრა.

ორივე ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს, მაგრამ ქართველიც და ბელგიელიც ჯერჯერობით, ფრანგულ გუნდში რჩებიან. მათი იმედი აქვს ჰორნელანსაც:

„დავითაშვილი და სტასინი აბსოლუტურად საუკეთესო მოთამაშეები არიან. ისინი ამბიციური მოთამაშეები არიან. მათ ყველაფერი უნდა აჩვენონ, რისი გაკეთებაც „სენტ ეტიენისთვის“ შეუძლიათ, რათა მათ შესანიშნავი მომავალი ჰქონდეთ. იმედი მაქვს, რომ მათ მოედანზე გამოვიყენებთ. ისინი გვჭირდება“, - განაცხადა მან.

ზურიკო დავითაშვილმა ახალი სეზონი საფრანგეთის ლიგა 2-ში დაიწყო და „ლავალის“ წინააღმდეგ 62-ე წუთიდან ითამაშა. ქართველს „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096401