„ვალენსიამ“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი არნო დანჯუმა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
დანჯუმამ „ღამურებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
არნო დანჯუმა ბოლოს იჯარით „ჟირონაში“ თამაშობდა, კარიერის საუკეთესო წლები მას „ბორნმუთსა“ და „ვილიარეალში“ აქვს გატარებული. მას ასევე უთამაშია „ნაიმეგენში“, „ბრიუგეში“, „ტოტენჰემსა“ და „ევერტონში“.