ფეხბურთი

19:25 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ბელგიელი მცველის დამატებაზე მუშაობს

„მილანი“ მალიკ ჩაოს შემცვლელს ეძებს, რომელიც „ნიუკასლში“ 40 მილიონ ევროდ გადადის.

როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, „როსონერის“ მთავარი სამიზნე „ჯენოას“ ბელგიელი ცენტრალური მცველი კონი დე ვინტერია, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“ კარგად იცნობს.

დე ვინტერს „მილანში“ გადასვლა სურს და პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს. ახლა კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გენუელები 25 მილიონს ითხოვენ.

კონი დე ვინტერი „იუვენტუსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა, სწორედ მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით. შემდეგ მან იჯარით „ემპოლიში“ ითამაშა, ხოლო 2023 წლიდან „ჯენოაში“ გამოდის, რომლის მაისურით 57 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089092