ფეხბურთი

21:59 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" და "სამგურალმა" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „დინამო თბილისმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და გუნდები დაზავდნენ.

უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში გაიხსნა ანგარიში: „სამგურალის“ სწრაფი იერიში ძლიერი და რაც მთავარია, ზუსტი დარტყმით ველისოლმა დაასრულა და იმერული კლუბი დააწინაურა.

„დინამომ“ მალევე აღადგინა წონასწორობა. 72-ე წუთზე თავი თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასის ავტორი გიორგი ლორიაა. დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„დინამო თბილისი“ 33 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 22 ქულით მეექვსეა და „გარეჯთან“ მატჩი ელოდება.

„დინამო თბილისი“ – „სამგურალი “ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ველისოლი (63), 1:1 მორჩილაძე (72)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093011