უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში „უიპეშტი“ „პაკშის“ წინააღმდეგ დამარცხდა, თუმცა გიორგი ბერიძემ თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც 80 წუთი ითამაშა, 43-ე წუთზე ფლანგიდან საჯარიმოში შესანიშნავად ჩააწოდა და ალიოშა მატკომ გაიტანა. მასპინძელთა შორის მეორე ქართველი დავით კობოური სათადარიგო სკამზე იყო.
ბერიძემ სამ ტურში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო „უიპეშტი“ 4 ქულით მე-6 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „კიშვარდას“ შეხვდება.