„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასთან“ (2:2) პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ ისაუბრა:
„ვფიქრობ, მთლიანობაში თამაშს ვაკონტროლებდით მანამ, სანამ ანგარიში 2:2 გახდებოდა. „კრისტალ პალასის“ მეორე გოლამდე ყველანაირი საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ მოვიგებდით. შემდეგ კი, მოულოდნელად, მიუხედავად იმისა, რომ სალაჰის კარგი მომენტი გვქონდა, ბოლოს შეიძლებოდა წაგვეგო. 2:2-ის შემდეგ შეიძლება გაგვიმართლა კიდეც, რომ მატჩი 2:2 დასრულდა და პენალტების სერიაში გადავედით.
ეკიტიკე? კარგი გავლენა ჰქონდა თამაშზე, გოლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმიტომ შევცვალე, რომ ტრავმა ჰქონდა და არ მინდოდა გამერისკა, ტრავმა ჩვენთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა „ბორნმუთთან“, „ნიუკასლთან“ და „არსენალთან“ მატჩებში. სწორედ ამიტომ შევცვალე, მაგრამ კარგად ითამაშა“, - აღნიშნა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.