სხვა

10:10 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძემ ერნანდესთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა

გუშინ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მორიგი ბრძოლა ჩაატარა, სადაც სამწუხაროდ ქართველი მებრძოლი ენტონი ერნანდესთან უშანსოდ დამარცხდა, ამერიკელი მთელი ბრძოლის დროს დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.

აღნიშნული ბრძოლის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ თითქოს რომან დოლიძემ UFC-ის ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ წერილი გაუგზავნა, რასაც ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში უპასუხა.

"გამარჯობა, მეგობრებო! თავს კარგად ვგრძნობ, მცირე ზიანი მაქვს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემ გვერდით ხართ. რა თქმა უნდა, ბრძოლა ისე არ დასრულდა როგორც ჩვენ გვსურდა, თუმცა ეს ბრძოლაა და ყველაფერი ხდება. ნუ დაუჯერებთ იმას, რაც სოციალურ ქსელებში იწერება, რადგან სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ბრძოლამდე UFC-თან ახალი კონტრაქტი გავაფორმე, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს ეს უბრალოდ ბრძოლაა. ძალა ერთობაშია. მალე შევხვდებით საქართველოში!" - განაცხადა რომანმა.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძეს MMA-ს კარიერაში 19 ბრძოლაა აქვს გამართული, საიდანაც 15-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო 4 ჯერ დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველმა კარიერაში პირველად წააგო ვადაზე ადრე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094355