ფეხბურთი

11:55 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს რაშფორდის წარმოუდგენელი აცილება "კომოსთან" მატჩში (+VIDEO)

"ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა, ჰანსე ფლიკის შეგირდებმა ბოლო ამხანაგური მატჩი იტალიურ "კომოსთან" გამართეს და მეტოქე 5:0 გაანადგურეს.ანგარიში შესაძლოა უფრო დიდი ყოფილიყო, რომ არა მარკუს რაშფორდის წარმოუდგენელი აცილება. ინგლისელმა მეკარის მოტყუების შემდეგ ცარიელ კარს ააცილა.

კატალონიელთა მხრიდან დუბლები ფერმინ ლოპესმა და ლამინ იამალმა გაიფორმეს, ხოლო ერთი გოლი რაფინიას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგის პირველ მატჩს 16 აგვისტოს გამართავს, სადაც სტუმრად "მალიორკას" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089565