რუმინეთის მეხუთე ტურის მატჩში "კრაიოვამ" საკუთარ მოედანზე "ჰერმანშტადის" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილმა მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მასპინძლებმა ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის 31-ე წუთზე შეძლეს, ქართველი ფეხბურთელის გადაცემის შემდეგ თავი ალექსანდრ რუმანჩუკმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით, ულამაზესი გოლის გატანა შეძლო და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ანზორ მექვაბიშვილს ხუთი ტურის შემდეგ უკვე სამი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული და ასისტენტთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.
ხუთი ტურის შემდეგ, "კრაიოვას" 13 ქულა აქვს და რუმინეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავენ, სადაც საპასუხო შეხვედრაში "სპარტაკ ტრანვას" ესტუმრებიან (პირველი შეხვედრა "კრაიოვას" 3:0 აქვს მოგებული).