ფეხბურთი

14:00 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რიდის" მწვრთნელი: "გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, რომ კიტეიშვილი კვლავ აქ თამაშობს"

ავსტრიის ბუნდესლიგის ბინადარი "რიდი" მომდევნო ტურში 'გრაცის შტურმს" უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით მათმა მთავარმა მწვრთნელმა მაქსიმილიან სენფტმა ისაუბრა და კომენტარი ქართველ ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილზეც გააკეთა.

"მომდევნო ტურში რთული მატჩი გველის, რადგან "შტურმი" ძალიან კარგი გუნდია, რომელიც კარგად ორგანიზებული და დაბალანსებულია. მათ ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ, რომლებიც ამ კლუბს კარგად იცნობენ, მათ ასევე რამდენიმე ტრანსფერი განახორციელეს, რითაც საკმაოდ გაძლიერდნენ. გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, რომ მათი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი კვლავ აქ თამაშობს და თავის შესაძლებლობებს ავსტრიის ჩემპიონატში ავლენს." - განაცხადა სენფტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "შტურმი" საკუთარ მოედანზე "რაპიდთან" 1:2 დამარცხდა, ხოლო კიტეიშვილმა შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი ავსტრიული კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098464