27 წლის ფრანგი ფეხბურთელი კრისტოფერ ნკუნკუ შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს. საქმე ისაა, რომ ლონდონის "ჩელსი" "ლაიფციგიდან" ნიდერლანდელი ჩავი სიმონსის დამატებაზე მუშაობს და შესაძლოა ლონდონელებმა აღნიშნულ გარიგებაში ნკუნკუც ჩართონ.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Guardian-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, კლუბის დატოვებით თავად ნკუნკუც დაინტერესებულია, რადგან მისი კარიერა "არისტოკრატების" რიგებში არასახარბიელოდ აეწყო და ბოლო დროს სათამაშო დროს ფაქტობრივად ვერ იღებს.
შეგახსენებთ, რომ ნკუნკუ "ჩელსის" რიგებს 2023 წელს სწორედ "ლაიფციგიდან" შეუერთდა და მის სანაცვლოდ გერმანულმა კლუბმა 80 მილიონი ევრო მიიღო.