სხვა

16:25 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცარუკიანი პედი პიმბლეტს: "შენ არავინ არ ხარ, მაქსიმუმ ნაგვის ურნა იყო"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი არმან ცარუკიანი სოციალურ ქსელში აქტიურობას განაგრძობს. სომეხი მებრძოლი ამჯერად ინგლისელი მებრძოლის პედი პიმბლეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას ნაგვის ურნა უწოდა.

რამდენიმე ხნის უკან, პედიმ ცარუკიანზე განაცხადა, რომ ის უბრალოდ განებივრებული მდიდარი ბავშვია და არ იცის რას აკეთებს. ამ ყველაფერს სომეხმა მებრძოლმა შემდეგნაირად უპასუხა:

"შენ არავინ არ ხარ, მაქსიმუმ ნაგვის ურნა იყო. მამიკო დენამ რამდენიმე მოხუცი მებრძოლი მოგცა, რომ აჟიოტაჟი აგეტეხა და გულშემატკივრების ყურადღება მიგეპყრო. მხოლოდ ეს ხარ მეტი არაფერი. კარიერაში მე ყველაფერს ღირსეულად მივაღწიე და არავის არაფერი მოურთმევია. ახლა დაჯექი და დაელოდე, სანამ მამიკო დენა არ გეტყვის რა უნდა გააკეთო." - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურიაა და სწორედ ქართველ "მატადორთან" სურთ ბრძოლის გამართვა, როგორც არმან ცარუკიანს, ისე პედი პიმბლეტს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092333