სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:30 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კომანი "ალ-ნასრში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კინგსლი კომანი დიდი ალბათობით კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს და "ალ-ნასრიში" კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი გახდება.

როგორც ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და "ბაიერნი" ფრანგის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება კომანს, ის ახალ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მისი ანაზღაურება 20-25 მილიონი ევრო იქნება.

კინგსლი კომანი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 339 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა. მანამდე ის ტურინის „იუვენტუსის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094775