„მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალიდან“ როდრიგოს ტრანსფერს განიხილავს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო განიხილავს.
„სიტი“ დატოვა ჯეკ გრილიშმა, რომელიც „ევერტონში“ გადავა, მაკტი და სავინიოც შეიძლება წავიდნენ. შესაბამისად, პეპ გვარდიოლას შემცვლელი სწირდება და მისი მიზანი როდრიგოს შეძენაა, რომელიც ძალიან მოსწონს.
მადრიდის „რეალი“ მზადაა ბრაზილიელს შეელიოს და 100 მილიონ ევროს ითხოვს. გადაიხდის თუ არა „სიტი“ ამ თანხას, ჯერ უცნობია.
როდრიგო „რეალის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და 270 მატჩში 68 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ის ჩაბი ალონსოს პროექტში მთავარ ფიგურად ნამდვილად არ განიხილება.






