ფეხბურთი

0:50 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" მთავარი სამიზნე კამერუნელი ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბრაიტონის“ ნახევარმცველს, კარლოს ბალებას მთავარ სამიზნედ განიხილავს და პირველ შეთავაზებას გააკეთებს.

„იუნაიტედს“ კამერუნელ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე პრინციპული შეთანხმება მიღწეული აქვს. ბალება „წითელ ეშმაკებს“ 2030 წლის ზაფხულამდე ხელშეკრულების გაფორმებაზე შეუთანხმდა. ახლა საქმე „ბრაიტონთან“ მორიგებაზეა.

21 წლის კამერუნელი ნახევარმცველი „ბრაიტონში“ 2023 წლიდან თამაშობს და 77 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის ფრანგულ ლილში გამოდიოდა, სადაც 23 უგოლო მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08954