ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა ფრანგული პსჟ-ს იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გუნდის განაცხადში არ ჩართვაზე „ტოტენჰემ ჰოთსფურთან“ უეფას სუპერთასის მატჩისთვის. მატჩი ხვალ, 13 აგვისტოს გაიმართება.
„ჯიჯი დონარუმა იმედგაცრუებულია, რომ ის პსჟ-ს განაცხადში არ მოხვდა უეფას სუპერთასის მატჩისთვის.
მოსალოდნელია, რომ ის მალე გამოთქვამს თავის პოზიციას იმის შესახებ, რომ ფრანგულმა კლუბმა მასთან ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა და ახალი მეკარე, ლუკ შევალიე შეიძინა
ჯიჯი 100%-ით დატოვებს კლუბს“, - წერს რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს პსჟ-მ გამოაცხადა მეკარე ლუკ შევალიეს „ლილიდან“ ტრანსფერის შესახებ. აღნიშნულია, რომ დონარუმამ კლუბი 31 აგვისტომდე უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 2025/2026 წლების სეზონისთვის სათამაშო პრქტიკის გარეშე დარჩება, რის შესახებაც პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ის უკვე გააფრთხილა.






