მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელარუსი არინა საბალენკა ცინცინატში (აშშ) მიმდინარე WTA-1000 ტურნირის მეოთხე რაუნდში გავიდა, სადაც მეორე რაუნდის მატჩში 2021 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ (რეიტინგში 39-ე) დაამარცხა ანგარიშით 7:6 (7:3), 4:6, 7:6 (7:5).
ჩოგბურთელებმა კორტზე 3 საათი და 12 წუთი გაატარეს. მატჩის განმავლობაში საბალენკამ შვიდი ეისი შეასრულა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ასევე რვა ბრეიკ-პოინტიდან ორი ჩააგდო. რადუკანუმ მატჩის განმავლობაში ცხრა ეისი შეასრულა, ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა და შვიდიდან სამი ბრეიკ-პოინტი გაიტანა.
ცინცინატიში მიმდინარე „ათასდოლარიანი ტურნირის“ მეოთხე რაუნდში საბალენკა ესპანელ ჩოგბურთელს ჯესიკა ბუზას მანეიროს დაუპირისპირდება.