„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა ისაუბრა მერსისაიდელების ყოფილ თავდამსხმელ მაიკლ ოუენზე, რომელმაც 2001 წელს, 22 წლის ასაკში, „ოქროს ბურთი“ მოიგო.
„მე მასთან ერთად ვთამაშობდი. ის მოზარდობის ასაკში წარმოუდგენელი იყო. ვიტყოდი, რომ მაიკლ ოუენი ამ მხრივ საუკეთესო გახლდათ. რაც შეეხება ლამინ იამალს და მბაპეს, ვიტყოდი, რომ ისინიც წარმოუდგენელი მოთამაშეები არიან. ეს ორი „ოქროს ბურთისთვის“ იბრძვის, მაგრამ მიკლს უკვე აქვს ერთი. ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ იმ ფაქტს, რომ მაიკლი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს “, - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს AS.
კარიერის განმავლობაში ოუენი ასევე თამაშობდა მარიდის „რეალში,“ „მანჩესტერ იუნაიტედში,“ „ნიუკასლსა“ და „სტოკ სიტიში.“