ალვარო მორატა სერია A-ში დაბრუნდა და კარიერას „კომოში“ გააგრძელებს.
ესპანელი „კომოს“ „მილანიდან“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომელიც გარკვეული პირობებით ვალდებულებად იქცევა. იჯარის საფასური 1 მილიონი ევროა, ხოლო გამოსასყიდი ფასი 9 მილიონით განისაზღვრა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ესპანელმა ფეხბურთელმა "გალათასარაიში" იჯარით ითამაშა, სადაც 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
მორატას "მილანისა" და "გალათასარაის" გარდა, „რეალში“, „იუვენტუსში“, „ჩელსისა“ და „ატლეტიკოში“ აქვს ნათამაშები. აღსანიშნავია, რომ „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი მისი ყოფილი თანაგუნდელია („ჩელსი“ და ესპანეთის ნაკრები).