საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონის წინ 90.min-ის საიტზე სხვადასხვა პროგნოზი გამოქვეყნდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ლიგა 1-ის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მეპასე ხვიჩა კვარაცხელია გახდება:
„2025-2026 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის პსჟ-ში პირველი სრული სეზონი იქნება. გასული წლის იანვარში დედაქალაქში ჩასულმა ქართველმა თავისი ნიჭით სწრაფად დატოვა კვალი ფრანგულ ლიგაში. მარცხენაფლანგელი ახლა პარიზში წარმატებით თამაშობს და შესაძლოა, ამ სეზონში საფრანგეთშიც წარმატებული აღმოჩნდეს. ამგვარად, ის თავის თანაგუნდელს, 2024-2025 წლების სეზონის ჯილდოს მფლობელს, უსმან დემბელეს შეცვლის.
იმისათვის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 2025-2026 წლების საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიეკუთვნოს, აუცილებლად საჭირო იქნება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მთელი სეზონის განმავლობაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. პარიზელთა მარცხენა ფლანგელს შეუძლია ეს საგოლე პასებით გააკეთოს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონს პსჟ 17 აგვისტოს, „ნანტთან“ მატჩით დაიწყებს. გასულ სეზონში პსჟ-ს მაისურით ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.






