სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:17 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აღარ შემიძლია გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა"
"იმედი მაქვს, "პარკ დე პრენსზე" ფანებთან დამშვიდობების შესაძლებლობა მექნება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განცხადება გაავრცელა, რითაც კლუბს დაემშვიდობა.

როგორც ჩანს, მისი პარიზული ისტორია მართლაც დასრულდა, ამას უკვე არავინ მალავს. დიდი შანსია, დონარუმამ კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს, თუმცა სანამ ეს დადასტურდება, ის პსჟ-ს ფანებს და ფეხბურთელებს დაემშვიდობა.

„პირველივე დღიდან, რაც აქ ჩამოვედი, ყველაფერი გავაკეთე მოედანზე და მის გარეთ - ჩემი ადგილის დასამკვიდრებლად და „პარი სენ-ჟერმენის“ კარის დასაცავად. სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აღარ შემიძლია ჯგუფის ნაწილი ვიყო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. ეს არის გადაწყვეტილება, რითაც იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ.

იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, „პარკ დე პრენსზე“ მყოფ გულშემატკივრებს თვალებში შევხედო და ისე დავემშვიდობო, როგორც ეს უნდა გაკეთდეს. თუ ეს არ მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ამას არასდროს დავივიწყებ. ყოველთვის ჩემთან იქნება ყველა ემოცია, ჯადოსნური ღამეები და თქვენი მოგონება, ვინც თავი სახლში მაგრძნობინა.

ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს მეორე ოჯახს: მადლობას გიხდით ყოველი ბრძოლისთვის, ყოველი ღიმილისთვის, ყოველი წამისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. თქვენ ყოველთვის ჩემი ძმები იქნებით. ამ კლუბში თამაში და ამ ქალაქში ცხოვრება უდიდესი პატივი იყო“, - დაწერა დონარუმამ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-მ 2021 წელს სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა მას შემდეგ, რაც მაშინ „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა. პარიზულ გუნდში იტალიელმა 161 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში პსჟ-ს ტრიუმფალურ სეზონში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, საკმარისია გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაზე დონარუმას მატჩები „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასა“ და „არსენალთან“...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098233