"პარი სენ-ჟერმენის" მცველმა ნუნუ მენდეშმა ევროპის სუპერთასზე "ტოტენჰემთან" მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საუკეთესო ფორმაში არ არიან, მაგრამ კონცენტრაცია არ აკლიათ:
„ვიცით, რომ წინ გრძელი სეზონი გველის. ხვალ ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, როგორიც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მზადება ახლახან დავიწყეთ.
დონარუმა? მწვრთნელი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს, მზად ვართ მის განკარგულებაში ვიყოთ. ყველანი კონცენტრირებულები ვართ, პრობლემა არ არსებობს.
შესაძლოა, ახლა ისეთ ფორმაში არ ვართ, როგორიც გვსურს, მაგრამ მატჩზე ძალიან კონცენტრირებულები ვართ და ვცდილობთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ახალწვეულები? მათთან ჯერ დიდი დრო არ გაგვიტარებია, მაგრამ ისინი უკვე მშვიდები და კონცენტრირებულები ჩანან“, - აღნიშნა მენდეშმა.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენისა" და "ტოტენჰემის" მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.