ვეტერანი ბელგიელი ნახევარმცველი აქსელ ვისტელი კარიერას „ჟირონაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
36 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ვიტსელს „უდინეზეც“ იწვევდა, მაგრამ ესპანეთში დარჩენა ამჯობინა.
აქსელ ვისტელი ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „დორტმუნდის“, „ტიანჯინის“, „ზენიტის“, „ბენფიკასა“ და „სტანდარტის“ ფეხბურთელი იყო. ბელგიის ნაკრებში მას 132 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.






