ფეხბურთი

14:05 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ახალგაზრდა შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

"მილანმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მორიგი ტრანსფერი შეათანხმა. როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, 20 წლის მარჯვენა მცველი ზაქარი ატეკამე "იანგ ბოიზიდან" კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და ფეხბურთელს იტალიაში უახლოეს დღეებში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოაწერს. "როსონერი" შვეიცარიულ კლუბს აღნიშნულ ტრანსფერში 10 მილიონ ევროს გადაუხდის და ამასთან ერთად შემდგომი ტრანსფერის შემთხვევაში "იანგ ბოიზს" 10%-ი ერგება.

შეგახსენებთ, რომ ზაქარი ატეკამე "იანგ ბოიზის" ღირსებას 2024 წლიდან იცავდა, მან ამ დროის მანძილზე 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094083