ფეხბურთი

17:54 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ლანგის და კვარაცხელიას შედარება ახლა არ შეიძლება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ნოა ლანგზე ისაუბრა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად დაიმატეს.

როგორც იტალიელმა აღნიშნა, ამჟამად არ შეიძლება ლანგის და კვარაცხელიას ერთმანეთთან შედარება:

„დღეს შეუძლებელია ლანგი-კვარაცხელიას შედარება. ვსაუბრობთ ერთ ფეხბურთელზე, რომელიც 75 მილიონ ევროდ გაიყიდა და მეორეზე, რომელიც 25 მილიონად ვიყიდეთ. ეკონომიკური თვალსაზრისით უკვე უზარმაზარი განსხვავებაა და როდესაც ეს არსებობს, ნიშნავს, რომ სიტუაციები განსხვავებულია. ნოა დავიმატეთ, რადგან მას შეუძლია დაგვეხმაროს აწმყოში, გარკვეული მუშაობით მოუმატოს და შეიძლება გახდეს ახალი კვარა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" მიმდინარე წლის იანვარში დატოვა, ქართველმა "პარტენოპეის" მაისურით 2024-2025 წლების სეზონის სერია A-ს გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091583