ფეხბურთი

21:56 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა და საქართველოს თასის მეოთხედფინალში ითამაშებს (+VIDEO)

"იბერია" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ითამაშებს. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს.

შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა, თავი "იბერიას" კაპიტანმა გიზი მამაგეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ლამაზი დარტყმით გაიტანა. ქუთაისელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი თითქმის თანაბარი გამოვიდა და ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა თბილისელებმა მატჩის 84-ე წუთზე შეძლეს გატანა, თორნიკე ახვლედიანის გამომუშავებული პენალტი ზუსტად იური ტაბატაძემ გამოიყენა და საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ "იბერია" მეოთხედფინალში ტყიბულის "მეშახტეს" დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს თასზე ყველა მეოთხედფინალური წყვილის ვინაობა ცნობილია, გარდა ერთისა, სადაც გორის "დილა" თავის მეტოქეს ელოდება, რომელიც "სპაერისა" და "კოლხეთის" წყვილში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174687