ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ფრანკმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ევროპის სუპერთასზე მარცხის შემდეგ ისაუბრა.
მან შეაქო თავისი გუნდი და თქვა, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს.
„მოთამაშეებმა, გუნდმა, გულშემატკივრებმა, ყველამ ყველაფერი გაიღო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. 75-80 წუთის განმავლობაში, მათი ხარისხის მიუხედავად, ვერაფერი დაგვიშავეს. ძალიან ვამაყობ. „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ, ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა გაგვეკეთებინა. ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა და მატჩი განსხვავებული იქნებოდა, თითქმის შევძელით...
პენალტები? ყველა მოთამაშე, ვინც დარტყმის პასუხისმგებლობა აიღო, მამაცი იყო. გადავწყვიტე, ბენ ჯონსონი არ მეთამაშებინა, რადგან განსხვავებული მახასიათებლების მქონე შემტევები მჭირდებოდა. რის გამო წავაგეთ? ნეტავ ვიცოდე (იცინის). ფეხბურთში დეტალები ქმნის განსხვავებას. ისინი განაგრძობდნენ ზეწოლას, თავს ვიცავდით, მაგრამ საჯარიმოს გარედან გაიტანეს. მანამდე მათ არანაირი შანსი არ მივეცით, თუმცა საბოლოოდ, ლის გოლით იმპულსი იპოვეს საჯარიმოში უფრო ხშირად ჩაწოდება დაიწყეს.
პსჟ-ს მსგავს ძლიერ გუნდთან ძირითად დროში 2:2 შესანიშნავი შედეგია. წინასწარ რომ გვეთქვა, რომ ფრედ ვითამაშებდით და შემდეგ პენალტებში წავაგებდით, შესაძლოა გვეფიქრა, რომ კარგი შედეგი იქნებოდა. პენალტების სერიამდე შესანიშნავი მენტალიტეტი გამოვავლინეთ, რაც გამარჯვებისთვის გადამწყვეტია. ეს პოზიტიური მატჩი, თუმცა 80 წუთი პსჟ-სთან გამარჯვებისთვის საკმარისი არაა.
ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ფეხბურთელების სახეები აშკარად იმედგაცრუებული იყო. ბევრი ვივარჯიშეთ, გვინდა, რომ რამდენიმე ფრონტზე ვიბრძოლოთ. ამისათვის დაუყოვნებლივ უნდა აღვდგეთ. მე და ფეხბურთელები მზად ვიქნებით“, - თქვა ფრანკმა.