ფეხბურთი

12:20 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლემ უეფას სუპერთასთან ერთად გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარცხელიას მეუღლემ, ნიცა თავაძემ, პარიზელების მიერ უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ, ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ინგლისური „ტოტენჰემი“ მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხეს (ძირითადი დრო 2:2).

„კიდევ ერთი“, - დაწერა ნიცამ ფოტოს კომენტარში.

ამ მატჩში ხვიჩა პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ქართველმა მოედანზე 60 წუთი გაატარა და მის ნაცვლად მოედანზე ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი შევიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს თასი კვარაცხელიასთვის მეოთხე იყო ფრანგული კლუბის შემადგენლობაში. მანამდე ფეხბურთელმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09495